მარნეულის მერის ყოფილმა მოადგილემ, ლაშა ლობჯანიძემ, დაკავებული თანამდებობა 28 მაისს დატოვა. ლობჯანიძის პოზიციაზე მარნეულის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ზაურ ტაბატაძემ როინ დეკანოიძე დანიშნა.
რადიო მარნეულს მარნეულის მერიაში განუცხადეს, რომ როინ დეკანოიძე ლაშა ლობჯანიძის ფუნქციებს შეასრულებს.
“მიხარია, რომ შევუერთდი თქვენს გუნდს. მზად ვარ ჩემი შრომითა და პროფესიონალიზმით წვლილი შევიტანო ჩვენი მუნიციპალიტეტის აღმშენებლობის პროცესში. იმედი მაქვს მუნიციპალიტეტის განვითარების გზაზე ერთად გავუმკლავდებით გამოწვევებს და მივაღწევთ უფრო მეტ წარმატებას. მადლობა ნდობისთვის,“ – როინ დეკანოიძის განცხადებას მარნეულის მერია ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ როინ დეკანოიძე გასულ წლებში გლდანის ციხის დირექტორის მოადგილე, შემდგომში კი ქუთაისის N2 პენიტენციური დაწესებულების დირექტორი იყო.