ვინ იმგზავრებს უფასოდ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით – საკრებულოს დოკუმენტი უკვე წარედგინა

373

ვინ იმგზავრებს უფასოდ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტით, ორ დღეში გახდება ცნობილი. მერიამ შესაბამისი პროექტი საკრებულოს უკვე წარუდგინა. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.

დოკუმენტის დამტკიცების შემთხვევაში,  გადაწყვეტილება გავრცელდება ყველა იმ პირზე, ვინც ამ დრომდე საქალაქო ავტობუსებით შეღავათიან ფასად – 15 თეთრად მგზავრობდა.

მიმდინარე წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული „მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის საფასურის სუბსიდირების“ ქვეპროგრამის შესაბამისად, უფასო ტარიფით, დაახლოებით 32 ათასი მოქალაქე ისარგებლებს.

ცნობისთვის, ბათუმში, მუნიციპალური ავტობუსებით მგზავრობის ფასი 30 თეთრია.