ბათუმის საკრებულოს წევრმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა

386

შემდეგი სტატია

ვტოვებ “ქართულ ოცნებას” და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად,- ამის შესახებ ბათუმის საკრებულოს “ქართული ოცნების” წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” განაცხადა.

მისი თქმით, მიუღებელია პოლიტიკური დევნა საჯარო სამსახურებში, სადაც მოქალაქეებს ათავისუფლებენ.

„სააკაშვილის რეჟიმის დროს სრულიად უსამართლოდ ვიყავი პოლიტიკურ პატიმრობაში. 2012 წლის 1 ოქტომბერი ქართველი ხალხის არჩევანი იყო, ერთგვარი საშუალება თავისუფლების მოპოვების და არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ უამრავი ადამიანისათვის.

რასაკვირველია, არ დამავიწყდება თავად ბიძინა ივანიშვილის და “ქართული ოცნების” როლი, რისთვისაც ვარ მადლიერი და არაერთხელ აღმინიშნავს. დევნა გამოუცხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც 2012 წელს წვლილი შეიტანეს სააკაშვილის რეჟიმის პირობებში “ქართული ოცნების” ჩამოყალიბებაში, არის მინიმუმ უსამართლობა. რასაკვირველია, მიზეზი ბევრია, კარგად გვესმის, რომ აქ სრულად ჩამოთვლა შეუძლებელია. ამიტომ, მოკლედ გეტყვით ჩემს გადაწყვეტილებას, ვტოვებ “ქართულ ოცნებას”და პოლიტიკურ ბრძოლას გავაგრძელებ გიორგი გახარიას გუნდთან ერთად”,- აცხადებს დიმიტრი ჭეიშვილი.