ბათუმის საკრებულოში „ქართული ოცნების” წევრის დიმიტრი ჭეიშვილის გიორგი გახარიას გუნდში გადასვლას, „ქართული ოცნების” აჭარის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ.
როგორც აჭარის უმღლესი საბჭოს წევრი გიორგი მანველიძე აცხადებს, დიმიტრი ჭეიშვილი განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე გარიცხეს პარტიიდან, რადგან შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევა ფიქსირდებოდა. მისი თქმით, დიმიტრი ჭეიშვილი არშემდგარ გუნდში გადადის.
„დიმიტრი ჭეიშვილი, განცხადებამდე რამდენიმე დღით ადრე, გაირიცხა პარტიიდან. მიზეზი კი მისი მხრიდან შიდაპარტიული დისციპლინის ხშირი დარღვევა და შეუთანხმებელი, პარტიის საწინააღმდეგო მოქმედებები იყო”, – განაცხადა გიორგი მანველიძემ.
ცნობისთვის, ბათუმის საკრებულოს წევრმა დიმიტრი ჭეიშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვა და გიორგი გახარიას გუნდს შეუერთდა.