სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ქალაქ ახალციხესა და მიმდებარე სოფლებში გარეგანათების მოწყობაზე ახალციხის მერიამ ტენდერი სულ 313 813 ლარზე გამოაცხადა.
ქალაქ ახალციხის ქუჩებზე ჩოლოყაშვილზე, ნიკოლაძეზე, ნათენაძესა და ივანე ახალციხელზე, ასევე სოფლებში: აგარაში, ფერსაში, კლდეში, ჭვინთასა და მუგარეთში გარეგანათების მოწყობის სამუშაოების უზრუნველყოფაზე ტენდერი 111 327 ლარზეა გამოცხადებული.
გარეგანათება მოეწყობა ასევე, ჭაჭარაქში, მინაძეში, ურაველში, წყორძაში, ხეოთსა და ღრელში. აღნიშნული ტენდერი 91 864 ლარზეა გამოცხადებული.
ასევე, 110 622 ლარზე გამოცხადდა ტენდერი, სოფლებისთვის: აბათხევი, დიდი პამაჯი, პატარა პამაჯი, ორალი, წირა, სხვილისი, ყულალისი, წყალთბილა და ჯულღა.
საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, პროექტი მოიცავს ლითონის გარე განათების ანძების დამზადებას, ასევე ლითონის გარეგანათების ანძების ბეტონზე მონტაჟს. ასევე, გარე განათების, LED სანათების მონტაჟს.
სამივე ტენდერში მონაწილეობის მიღება 28 მაისიდანაა შესაძლებელი. წინადადებების მიღების ბოლო ვადა კი 31 მაისია.