გლდანში, გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს

524

გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. თბილისის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე მოწესრიგდა წყალარინების ქსელი. ახლა კი, დაახლოებით, 2 100 კვადრატულ მეტრ ფართობზე ასფალტის საფარი დაიგება.

პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.