ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საარჩევნო რეფორმის თაობაზე შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია.
აღნიშნულის შესახებ მან პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც პარლამენტში საარჩევნო რეფორმაზე მომუშავე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა.
„მე მიმაჩნია, რომ შეუთანხმებლობა პრაქტიკულად გამორიცხულია. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ფაქტია, შევთანხმდით შარლ მიშელის დოკუმენტის ყველა პუნქტის ზედმიწევნით შესრულებაზე. ეს პოლიტსაბჭომ დღეს დეტალურად, პუნქტობრივ დონეზე დაუდასტურა ჩვენს წარმომადგენლებს შესაბამის სამუშაო ჯგუფში, ეს იმას ნიშნავს, რომ წარმოუდგენელია შეუთანხმებლობა, თუ არ იქნება მეორე მხრიდან დესტრუქცია, საბედნიეროდ, ეს ნამდვილად არ ჩანს, ჩვენი ოპონენტების სასარგებლოდ მინდა ვთქვა“, – აღნიშნავს მდინარაძე.