აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გზების სარემონტო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს მუნიციპალიტეტის გამგებელმამამუკა კვიტაშვილმა, გამგებლის მოადგილეებმა, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებმა.
მე-3 ეტაპის ფარგლებში ასფალტ-ბეტონის საფარი იგება:
- თავისუფლების და კილასონიას ქუჩის ჩიხებში;
- შუბლაძის ქუჩაზე (დ. კაჭარავას გადაკვეთიდან სკოლის მიმართულებით გზა);
- ვაჟა ფშაველას ქუჩაზე (თამარ მეფის ქუჩიდან გაბელაიას ქუჩამდე გზა);
- იოსელიანი ქუჩაზე;
- ცანავას ქუჩაზე ( გაზის კანტორიდან თავისუფლების ქუჩამდე);
- ალექსანდრე აბაშელის ქუჩაზე;
- ნინოშვილის l შესახვევიდან იოსელიანის ქუჩის შეერთებამდე გზაზე.
გზის სარემონტო სამუშაოები ასევე მიმდინარეობს სოფელ ზანათში მდინარე აბაშის ხიდიდან სოფელი ნოსირის საზღვრამდე.
სამუშაოებს ახორციელებს ელ-ტენდერში გამარჯვებული კომპანია სს. “არქეოპოლისი” „რეგიონული განვითარების პროექტების ფონდისა“ და ადგილობრივი ბიუჯეტისთანადაფინანსებით.
პროექტების ჯამური ღირებულება 7 525 629 ლარს შეადგენს.