კახარეთში ხიდის და გზის რეაბილიტაცია დასრულდა

636

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ კახარეთში ასფალტ–ბეტონის გზისა და ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა. რისთვისაც ბიუჯეტიდან 6096 70 ლარი დაიხარჯა.

პროექტის ფარგლებში კახარეთში 1492 მეტრ გზაზე ასფალტ-ბეტონის საფარი დაიგო, მოეწყო სანიაღვრე ქსელი, წყალგამტარი მილე–ხიდებითა და რკინა-ბეტონის ღარებით.ხოლო რკინა–ბეტონის კონსტრუქციის ხიდზე გამაგრდა შუა ბურჯი და განახლდა კოჭებს შორის ნაკერი, რომელიც 41 მეტრი სიგრძის და 7,25 მეტრი სიგანის არის.

სამუშაოები მიმდინარე წლის 31 მაისს დაიწყო და 18 სექტემბერს დასრულდა.