სენაკის მერის ყოფილი მოადგილე: თანამდებობიდან გადადგომა მაიძულეს

429

წინა სტატია

შემდეგი სტატია

სენაკის მერის მოადგილემ თაბანდებობა დატოვა. კახაბერ კუპრეიშვილის თქმით, მან გადადგომის გადაწყვეტილება მისი ნების საწინააღმდეგოდ მიიღო.

“ქართული ოცნების გუნდი მაიძულებს დავტოვო სენაკის მუცნიიპალიტეტის მერის მოადგილის თანამდებობა, მიზეზად ყოფილი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თანამოაზრეობის გამო. პარტიის წარმომადგენლები რეკავენ მერებთან და მერებს აცნობებენ, რომ მოადგილეები გადადგნენ”, – ამბობს კუპრეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ თანამდებობები დატოვეს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა ერასტი ელიჯარაშვილმა და პაატა ივანიშვილმაც. ასევე, გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთეს ფოთის მერის მოადგილემ პაატა ლაგვილავამ და მარტვილის მერის მოადგილემ აკაკი ხუნწელიამ.

დღეს კი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ლაშა გვასალიამ განაცხადა, რომ იგი სამსახურიდან გიორგი გახარიასთან მეგობრობის გამო, გაათავისუფლეს.