ზუგდიდში, ეგრისის ადმინისტრაციულ ერთეულში, ჩიქოვანის ქუჩაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოების კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყო.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, კეთილმოეწყობა ჩიქოვანის ქუჩაზე N40, N40/2, N36 და N38-ში მდებარე მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ეზოები.
,,ჩიქოვანის ქუჩაზე ოთხი ეზოს კეთილმოწყობა დავიწყეთ, რომლის ღირებულება 400 000 ლარზე მეტია. ვგეგმავთ აღნიშნული უბნის სრულ რეაბილიტაციას. უკვე აღდგა საავტომობილო გზები, დაგეგმილია დარჩენილი ეზოების კეთილმოწყობაც, რაც სრულიად ახალ ინფრასტრუქტურას შექმნის აღნიშნულ უბანში”, – განაცხადა ზუგდიდის მერმა, გიორგი შენგელიამ.
პროექტი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.