ბორჯომის მერია: სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მომსახურების ცენტრის ბენეფიციარებს ტრანსპორტით ემსახურებიან

328

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია სოციალურად დაუცველი მოქალაქეების მომსახურების ცენტრის (უფასო სასადილოს) ბენეფიციარებს ტრანსპორტით ემსახურება და მზა საკვები მოქალაქეებისთვის სახლებში მიაქვს. ამის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საკვების მიტანა ყოველდღიურ რეჟიმში, დადგენილ დროს, ქალაქისა და სოფლების მასშტაბით ხორციელდება.

„მას შემდეგ რაც კორონავირუსის პანდემიის პრევენციის მიზნით, მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდა, ბორჯომის მერიამ გადაწყვიტა უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ტრანსპორტით თავად მომსახურებოდა და მათთვის კუთვნილი საკვები სახლში მიეტანა. საკვების მიტანა ყოველდღიურ რეჟიმში, დადგენილ დროს, ქალაქისა და სოფლების მასშტაბით ხორციელდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.