ბათუმში, ბარცხანის ხიდის რეკონსტრუქცია დაიწყო. ასევე, იწყება გოგოლის ქუჩისა და გოგოლის ხიდის რეაბილიტაციაც. ინფორმაციას TV25 ავრცელებს.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ბარცხანის ხიდისა და გოგოლის ქუჩის მიმართულებით სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია.