დეგნანი: მელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერია, დიდი იმედი მაქვს, რომ ის შევა პარლამენტში

264

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, კელი დეგნანი აცხადებს, რომ დიდი იმედი აქვს ნიკა მელია პარლამენტში შევა.

“ეს არის დეტალები, რა გადაწყვეტილებამდეც უნდა მივიდნენ პოლიტიკური ლიდერები. მელია გახლავთ ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და მნიშვნელოვანია ის იყოს პარლამენტში, წარმოადგენდეს პარტიას. დიდი იმედი მაქვს, რომ ის შევა პარლამენტში”, — განაცხადა დეგნანმა. [ფორმულას თარგმანი]

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია ამბობს, რომ რომ ის ვერ შევა პარლამენტში, სადაც 20 ივნისს ძალადობაში მონაწილე პირებს შეიწყალებენ.

27 აპრილს ცნობილი გახდა, რომ ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ორი ვერსია დაინიცირდება — ერთი ქართული ოცნების და მეორე, ოპოზიციის. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, მათ ვერსიაში საუბარია დაზარალებულის ნების გათვალისწინებაზე, ქართული ოცნებისაში კი არა.

სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის განმარტებით, ორივე კანონპროექტი ითვალისწინებს ნიკა მელიას გათავისუფლებას, თუმცა ქართული ოცნების იდეაა, რომ კანონპროექტი შეეხოს მთლიანად მოვლენას და მხოლოდ გამონაკლისს სახით გამოირიცხოს ძალადობა და კონვენციური მუხლები.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, ამნისტიის შესახებ კანონპროექტის ქართული ოცნების ვერსიაში მაკო გომურის შემთხვევა გამონაკლისი იქნება.