ფოთის ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება

411

ფოთის კულტურისა და დასვენების ცენტრალურ პარკში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

ფოთის მერიის ცნობით, სარეკონსტრუქციო სამუშაოების ფარგლებში მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, დასასვენებელი ბაქნები და საბავშვო მოედნები, გარე განათების სისტემა, ღია სასცენო ნაგებობა.

„ამ ეტაპზე მიმდინარეობს ტერიტორიის მწვანე (დეკორაციული და ხე მცენარეები) ნარგავებით შევსება. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ახალი შადრევნების მოწყობა და სხვა ღონისძიებები. ფოთის ცენტრალური პარკი ისტორიულ-კულტურული მნიშვნელობის ობიექტია.

პროექტის დასრულების შემდეგ ქალაქს განახლებული დასვენებისა და გართობის კერა ექნება“, – განმარტავნ მერიაში.