მწვანე კონცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ინტენსიური ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

390

ბათუმში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების კუთხით, თამარ მეფის გამზირის მესამე შესახვევში ახალი სპორტული მოედანი ეწყობა. პარალელურად, დაგეგმილია კიდევ ერთი სპორტული მოედნის რეკონსტრუქცია. ინფორმაციას ბათუმის მერია ავრცელებს.

ბათუმის ვიცე-მერის, არჩილ ჩიქოვანის განცხადებით, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითრება პრიორიტეტულია.

„მაქსიმალურად ვცდილობთ, ხელი შევუწყოთ მოზარდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებასა და სპორტის პოპულარიზაციას. ასევე, მოსახლეობის საჭიროებისა და შემოსული განცხადებების გათვალისწინებით, აღნიშნულ ადმინისტრაციულ ერთეულში ვახორციელებთ საგზაო ინფრასტრუქტურის, სანიაღვრე სისტემებისა და ახალი სკვერების მშენებლობას”, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით, წელს სპორტული მოედნების მშენებლობა-რეაბილიტაცია 21 მისამართზე განხორციელდება.