მცხეთაში, არსებულ სკვერებს კიდევ ერთი განახლებული სკვერი შეემატა. დასრულდა ღართიკარის დასახლებაში არსებული სკვერის რეაბილიტაცია. განახლდა ბილიკები, დაიდგა ახალი სკამები და შემოიღობა რკინის კონსტრუქციებით.
სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხებით დაფინანსდა, რომელსაც მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს “ანბა” ახორციელებდა. სახელშეკრულებლო თანხამ 34 989 ლარი შეადგინა.