ზემო პლატოს, მე-2 მიკრორაიონში, № 164 ბაღის მიმდებარედ, ასფალტის ორფენიანი საფარი იგება. აღნიშნულ მისამართზე, საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, ასფალტის საფარი, დაახლოებით, 1 900 კვ.მ მოცულობის ფართობზე ეწყობა.
პროექტი სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან 114 650 ლარით დაფინანსდა.
ვარკეთილის ზემო პლატოს, №13 კორპუსის ეზოს მოასფალტების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია, დაახლოებით, 1 036 კვადრატული მეტრის მოცულობის ფართობზე ასფალტის საფარის დაგება და 94 კვადრატულ მეტრის ფართობზე, ტროტუარის მოწყობა.
პროექტი, სამგორის რაიონის ბიუჯეტიდან, 59 225 ლარით დაფინანსდა.