გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში გზის საფარის მოწესრიგება სრულდება.
სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო. ასევე, გაკეთდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები კი დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის 457 765 ლარი არის გათვალისწინებული.
პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების, ინგუშეთის ჩიხისა და გასასვლელის გზის საფარის რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. წინამძღვრიშვილის ქუჩის მოწესრიგება კი, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხორციელდებოდა. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გასულ წელს წინამძღვრიშვილის ქუჩაზე წყალარინების ქსელი შეიცვალა, გლდანის გამგეობას კი, შესაძლებლობა მიეცა საგზაო სამუშაოები განეხორციელებინა.