შეთანხმების დოკუმენტს ამ დრომდე ხელს არ აწერს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. პარტიის წევრები იმ მიზეზებს განმარტავენ, რატომ არ მოხდა პარტიის მიერ ხელმოწერა. ინფორმაციას რადიო ჰერეთი ავრცელებს.
“1. მელია ციხეშია და შეთანხმება არ მიგვაჩნია სწორად.
2. 20 ივნისის ამნისტიით და გირაოთი მელიას გამოშვება არ არის სამართლიანი და მისაღები. პრინციპულ პოზიციაზე ამ მიმართულებით მაინც შეგეძლოთ ყოფნა, რომ გამოვიდეს მელია და შემდეგ მოვაწერთ. “პოსლეზე” მოწერა არ მიგვაჩნია სწორად.
ამნისტიით და გირაოთი გათავისუფლებაზე მელიასაც მყარი პოზიცია აქვს – ანუ, რომ არ ეთანხმება.
ჩვენ ვართ პრინციპულები ჩვენს პოზიციაში. და თუ ისე მოხდა, რომ მელია უპირობოდ გათავისუფლდა მაშინ რა გამოვა ? რომ იჩქარეთ ხომ ? და თუ უპირობოდ არ გამოვა მაშინ სხვა ფორმით ენმ – ს ხელმოწერის შანსი – 0
უპირობოდ გათავისუფლების შემდეგ ანუ არც გირაო და არც 20 ივნისის ამინისტია – შეიძლება დისკუსიის გახსნა და ამის შემდეგ უკვე პარტია მიიღებს გადაწყვეტილებას.
პირადად არც ამის შემდეგ ვემხრობი შეთანხმებას – ჟვანიას და ქოცების ცესკოს მიერ ჩატარებული არჩევნები გვინახავს ( უარეს ცესკოს მივიღებთ ამ შემოთავაზებით )
კარგი ის არის, რომ დოკუმენტში ღიად არის საუბარი პოლიტიკურ მართლმსაჯულებაზე, ვადამდელი არჩევნების მისასვლელ გზებზე… რის აღიარება ოცნებასაც უწევს,”- უწერს ლევან ხაბეიშვილი გიორგი ვაშაძეს.
მანამდე, გიორგი ვაშაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “ნაცმოძრაობა რომ პარლამენტში შევა, მერე რას იტყვიან რადიკალური კომენტარების და განცხადებების გამკეთებელი ადამიანები ძალიან მაინტერესებს,”-აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი ლევან ხაბეიშვილი.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ხელი ინდივიდულაურად მხოლოდ სალომე სამადაშვილმა მოაწერა, ამის შემდეგ მან პარტია დატოვა. სამადაშვილის ეს გადაწყვეტილება ტანაგუნდელების ნაწილმა გააკრიტიკა.
ენმ-ს წევრი ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ მისთვის კატეგორიულად მიუღებელია ყოფილ თანაგუნდელზე, სალომე სამადაშვილზე პერსონალური თავდასხმა. დეკანოიძე ფეისბუქგვერდზე გავრცელებული სტატუსით მოუწოდებს სხვებსაც, თავი შეიკავონ განსხვავებული პოზიციის მიუღებლობისგან.
“ჭეშმარიტად ევროპული ღირებულებები მხოლოდ ლოზუნგები არ არის. ევროპული მსოფლმხედველობა ერთმანეთის აზრისა და პოზიციის პატივისცემაა, რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ის.
სალომე სამადაშვილს არ ვეთანხმები, მძიმე იყო [სალომე] ზურაბიშვილთან მისი ხილვა, მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია მასზე ის პერსონალური თავდასხმა, რომელსაც სოციალურ ქსელში ვხედავთ. ყველას ვთხოვ თავშეკავებას და განსხვავებული პოზიციის მიმღებლობისკენ მოვუწოდებ. პოლიტიკურად შეგვიძლია ვიკამათოთ. სახე არ უნდა დავკარგოთ”, – წერს ხატია დეკანოიძე
შეგახსენებთ, 4-თვიანი ფასილიტაციისა და 2-თვიანი მედიაციის შემდეგ 19 აპრილს “ქართულმა ოცნებამ” და ოპოზიციის ნაწილმა ხელი მოაწერა შეთანხმების კომპრომისულ დოკუმენტს.
რა წერია მედიატორების შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტში, წაიკითხეთ აქ.