წყნეთის ტყე-პარკში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს

635

ვაკის რაიონის გამგეობის ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში, წყნეთის ტყე-პარკის ტერიტორიაზე კომბინირებული სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.

წყნეთის ტყე-პარკში სპორტული მოედნის და დასასვენებელი სივრცის კეთილმოწყობა მიმდინარეობს. პროექტის თანახმად, კომბინირებულ სპორტულ მოედანზე რბილ საფარზე ფეხბურთის კარები და კალათბურთის ფარები დამონტაჟდება.

გარდა ამისა, ამავე სივრცეში სხვადასხვა სახის საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, ბატუტები და სხვა ინფრასტრუქტურა რამდენიმე ზონაზე გადანაწილდება, ასევე, დამონტაჟდება სხვა შესაბამისი საპარკე ავეჯი, მოეწყობა სავალი ბილიკები, განათების და სარწყავი ქსელები, დამატებით დაირგვება მცენარეები.