მდინარე ენგურზე დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

383

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, პანდემიის მიუხედავად, რეგულაციების სრული დაცვით, ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მერიის ინფორმაციით, მდინარე ენგურზე, დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.

“აღნიშნული ხიდი წლების განმავლობაში ავარიული იყო და საფრთხეს უქმნიდა მოქალაქეების მოძრაობას. ხიდის რეაბილიტაციას მოსახლეობა წლებია ელოდება, სამუშაოების დასრულების შემდეგ კი მრავალწლიანი პრობლემა იქნება მოგვარებული. რეაბილიტირებული ხიდი ტურისტული თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.

ხიდის მშენებლობის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს და მისი ღირებულება 3 მილიონ ლარს შეადგენს, ახალი ხიდის სიგრძე 150 მეტრამდე იქნება”, – განმარტავენ მერიაში.