საგარეჯოს მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მანავის ციხესთან მისასვლელი გზის მოწყობა დასკვნითი ეტაპზეა.
“საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, რაც ახალი ტურისტული მარშრუტის შექმნას გულისხმობს, გაცნობებთ, რომ ციხესთან მისასვლელი გზის სრული მონაკვეთი ასფალტირებულია, დარჩა მცირე სამუშაოები, ამჟამად, საფეხმავლო ქვაფენილის ბილიკზე ლითონის მოაჯირები დამონტაჟდა”, ამბობენ მერიაში.
მათივე თქმით, სულ მალე, მანავის ციხე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ტურისტული ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფილი ადგილი გახდება.