ქალაქ კასპში სახელოვნებო (სამუსიკო) სკოლის სრული სარეაბილიტაციო სამუშაოები მალე დასრულდება. შეცვლილია სასმელი წყლის და წყალარინების ქსელის გაყვანილობები, სახურავი, კარ-ფანჯრები, ჩატარდა ლესვითი სამუშაოები, ცენტრალური გათბობის მონტაჟი და გარე ფასადის სამღებრო სამუშაოები. შენობაში ამჟამად შიდა ინტერიერზე მუშაობენ.
შენობის ინფრასტრუქტურა ხელმისაწვდომი იქნება შშმ პირებისთვის (პანდუსი, სველი წერტილები). სამშენებლო სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული შპს „აგრომშენსერვისი“ ახორციელებს, რომლის ღირებულება 555 291 ლარია და ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება.
სკოლაში დღეს 335 მოსწავლეს 18 პედაგოგი ემსახურება. ისინი სწავლობენ მუსიკას, ხელოვნებას და ხატვას. ათეული წლებია სკოლას სრული რეაბილიტაციის სამუშაოები არ ჩატარებია.