ბორჯომის მერიაში ორი ვაკანტური ადგილია

499

ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიამ დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენლისა და სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის შესარჩევად კონკურსი გამოაცხადა. ამის შესახებ სამხრეთის კარიბჭე წერს.

მერის წარმომადგენლის შესარჩევად, დაინტერესებულმა პირმა მონაცემები ბორჯომის მერიის ელექტრონულ ფოსტაზე borjomimunicipality@gmail.com–ზე 19 აპრილამდე უნდა გააგზავნონ.

რაც შეეხება, სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის ხელმძღვანელის ვაკანსიას, მსურველებმა განაცხადი საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე უნდა შეავსონ. ვადა სამ დღეში იწურება.

აღნიშნული პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა რაც სამსახურის უკვე ყოფილი უფროსი, ავთანდილ ტივაძე ბორჯომში ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე დააკავეს. სასამართლომ მას სამწლიანი პირობითი მსჯავრი შეუფარდა და ჯარიმის სახით 5 000 ლარის გადახდა დააკისრა.

რაც შეეხება დაბა ბაკურიანში მერის წარმომადგენლის პოზიციას, აღნიშნულ ადგილს გოჩა გობრონიძე იკავებდა, თუმცა საკუთარი განცხადების საფუძველზე  თანამდებობა გასულ თვეში დატოვა.