მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება – GIZ შორის გაფორმდა ხელშეკრულება, მცხეთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში, მომსახურების ბიუროს მოწყობის თაობაზე.
პროექტის მიზანია მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესებისა და მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, ბიუროს მოწყობა დაგეგმილია ერთი ფანჯრის პრინციპით და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად. განსაკუთრებით აღსანიშნავია გარემოება, რომელიც მორგებული და ადაპტირებული იქნება შ.შ.მ. პირთათვის. მოქალაქეები მინიმალურ დროსა და კომფორტულ გარემოში მიიღებენ ყველა სახის მომსახურებას.
პროექტი განხორციელდა GIZ-დან მიღებული გრანტით, რომლის საერთო ღირებულება 139 186 ლარს შეადგენს. მცხეთის მუნიციპალიტეტი განსაკუთრებულ მადლობას უხდის გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას – GIძ ინიციატივის მხარდაჭერისთვის.
სამშენებლო სამუშაოებს მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,მ.ბ.მ“ ახორციელებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაა 139 186 ლარი