დემეტრე თავდადებულის ქუჩის #35-ში ორსართულიანი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე ძეგლის რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ღირებულება 700 ათას ლარს აღემატება.
პარალელურად, იგეგმება ირაკლი აბაშიძისა და ბარათაშვილის ქუჩებს შორის არსებული შენობის რესტავრაცია, რომლის ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს.
აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ, დაიწყო XIX–XX სს-ის მიჯნაზე აგებული ლუკა ასათიანის ქუჩის #28-ში არსებული ძეგლის აღდგენა.
გასული წლების განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის 11 ძეგლს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები.