მცხეთაში გარეგანათებების, ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

458

მცხეთაში გარეგანათებების, ტროტუარების, მოაჯირების და მოსახლეობის ეზოების შემოღობვის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

თბილისიდან მცხეთაში შემოსასვლელი ხიდის მიმდებარედ მოხსნილია ასფალტის საფარი და სამუშაო პერიმეტრზე მიმდინარეობს გარე განათების ბოძებისთვის წერტილოვანი საძირკვლისა და სადენებისთვის ქვიშის ბალიშის მომზადება. მოხდება ახალი ლედ სანათების დამონტაჟება და ბეტონის საფუძველზე ბაზალტის ბორდიურების მოწყობა.

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია არსებული ხის ღობეების დაზიანებული ნაწილების შეცვლა ახლით და ანტისეპტიკური საღებავით შეღებვა, რკინაბეტონის ლენტური საძირკვლის მოწყობა მოაჯირისთვის.

სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მცხეთის მერიის კონტრაქტორი კომპანია შპს ,,აკაენერჯი“ ახორციელებს. სამუშაოების შესრულების სახელშეკრულებო თანხა 1 323 965 ლარია.