გაბუნია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაზე: თუკი აუცილებლობა დადგება, მოგვიწევს

933

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, დღეს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის შეჩერებაზე საუბარი არ მიდის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, ქვეყანას იმ გზის გავლა მოუწევს, რაც მოერე ტალღის შემდეგ იყო.

“დღევანდელი მდგომარეობით, ეს საკითხი [საზოგადოებრივი ტრანსპორტის მუშაობის გაჩერება] არ განიხილება, თუმცა ჩვენ შევხედავთ სიტუაციას 7 დღიანი ინტერვალებით, ტენდენცია როგორ განვითარდება და გარკვეულწილად, მობილობის შეზღუდვის ერთ-ერთი საშუალება არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობის გარკვეული ლიმიტირება. დღეს ამაზე საუბარი ნამდვილად არ არის, მაგრამ თუკი ამის აუცილებლობა დადგა, მოგვიწევს იმ გზის გამეორება, რაც გავიარეთ მეორე ტალღის შემდეგ”, — განაცხადა თამარ გაბუნიამ დღის კურიერში.

მისივე თქმით, დადებითობის მაჩვენებლის 2%-ს ზემოთ ზრდა იქნება სიგნალი, რომ უფრო აქტიური ჩარევაა საჭირო.