თბილისში ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილების მიღება გაიმართა

941

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 260-მდე დევნილ ოჯახს გადასცემს.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს ინფორმაციით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ.

სააგენტოში გამართულ მიღებაზე, კომისიის წევრები დევნილებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე, რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ.