ყვარლის მერია მოსახლეობის ჩართულობით შერჩეული 14 პროექტის განხორციელებას გეგმავს.
მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2021 წლის 20 მარტს 5 საათზე ყვარლის მუნიციპალიტეტის სააქტო დარბაზში გაიმართა შეხვედრა ყვარლის მოსახლეობასთან, სადაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოსახლეობის ჩართულობითა და მხარდაჭერით ყვარელში შეირჩა შემდეგი პროექტების დაფინანსება:
1.ქ. ყვარელში საბავშვო ბაღი „გვირილას სამხრეთით ტერიტორიის დასუფთავება, მოსწორება და არსებული შესაბამისი ლითონის ღობის მოწყობა.
2. ქ. ყვარელში საცეკვაო დარბაზის რეაბილიტაცია.
3. ქ. ყვარელში კრივის დარბაზის რეაბილიტაცია.
4. ქ. ყვარელში ყოფილი „აღმასკომის“ სენობაში სველი წერტილების რეაბილიტაცია.
5. ქ. ყვარელში ვაჟა-ფშაველას ჩიხში სანიაღვრე არხზე ლითონის ცხაურების მოწყობა.
6. ქ. ყვარელში პეტრე იბერის ჩიხში სანიაღვრე არხის მოწყობა.
7. ქ. ყვარელში პეტრე იბერის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა.
8. ქ. ყვარელში აღდგომის ქუჩაზე სანიაღვრე არხის მოწყობა.
9. ქ. ყვარელში აღდგომის პირველ ჩიხში სანიაღვრე არხის მოწყობა.
10. ქ. ყვარელში „არიხაულის“ არხზე გადასასვლელი ბოგირის მოწყობა.
11. ქ. ყვარელში ჩოლოყაშვილის ქუჩის მე-4 ჩიხში სანიაღვრე არხის მოწყობა.
12. ქ. ყვარელში „60 ბინიანების“ მიმდებარე სკვერის რეაბილიტაცია.
13. ქ. ყვარელში ი. ჭავჭავაძის და კუდიგორის ქუჩებზე დაზიანებული სანიაღვრე ჭების და ქვაფენილის რეაბილიტაცია.
14. ქ. ყვარელში თეატრის ჩრდილოეთით საპირფარეშოს მოწყობა.
“აღნიშნული საკითხი 2021 წლის 5 აპრილს განიხილება და დამტკიცდება ყვარლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, რის შემდეგაც დაიწყება შერჩეული პროექტების განხორციელება,” – წერაი მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.