ბათუმის ბულვარის დირექტორი: სანაპირო ზოლის კერძო საკუთრებაში გადაცემის წინააღმდეგი ვარ

474

წინა სტატია

შემდეგი სტატია

ბათუმის ბულვარის დირექტორი, ირაკლი ჯღარკავა აცხადებს, რომ წინააღმდეგია ზღვის სანაპირო კერძო საკუთრებაში გადავიდეს. მისი თქმით, ბულვარის არის საჯარო და ის უნდა იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ამის შესახებ on.ge წერს.

“მე, როგორც ბულვარის დირექტორმა ეს დავაფიქსირე, ეს ჩემი ვალდებულება იყო და ეს გავაკეთე… სულ რაღაც ათ დღეში შემოვა უკვე [ბულვარის] განაშენიანების დოკუმენტი და დაველოდოთ და შემდგომ მივიღოთ გადაწყვეტილება, იქნება პრივატ ფართი, პლაჟები თუ ყველასათვის. არა გვაქვს ჩვენ ფუფუნება, ძალიან პატარა სანაპირო გაგვაჩნია, ამიტომ უნდა იყოს ყველასათვის. ბათუმის ბულვარის პლაჟს სარგებლობს როგორც ბათუმელი, გურული, იმერელი, კახელი, თბილისელი და არ ყოფნის! საკმარისია ამდენი!” — აღნიშნა ჟღარკავამ.

მისივე თქმით, ბულვარის განაშენიანების დოკუმენტი აწესრიგებს მშენებლობებს და ეს დოკუმენტი იქნება ყველასთვის, “დახვეწილი და მოქნილი”.

“მე წინააღმდეგი ვარ პლაჟების გადაცემის კერძო საკუთრებაში. პრაქტიკიდან გამომდინარე არც ერთმა მოგვიტანა შედეგი. ცუდი [შედეგი მოგვიტანა]. ვხედავთ რომ შუაგულ ძეგლში, ძველ ტერიტორიაზე აუზია შემოღობილი, უნდა ალიანსს ასევე პლაჟი მერიოტისათვის და უნდა სხვადასხვა კომპანიას.

ხვალ ჩვენ მოვალთ ისე, რომ ვერავინ ვერ შევალთ თუ არ გადავიხდით 50 და 100 ლარს. ეს შეუძლებელია. ბულვარი არის საჯარო სივრცე, ქვეყნის მთავარი საჯარო სივრცე და არა მარტო ქალაქის”, — ამბობს ჯღარკავა.

ბათუმის საკრებულოში ბათუმი თაუერისთვის ზღვის პირას 3 380მ2 მიწის ნაკვეთის 15 წლით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემას განიხილავენ. აღნიშნულ საკითხთა დაკავშირებით დეპუტატებისთვის კითხვების დასმა სურდათ მოქალაქეებს, რომლებიც ღია სხდომაზე დასწრებას ცდილობდნენ. თუმცა, თავდაპირვლად მათ ამის საშუალება არ მისცეს, რაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.

სხდომაზე შესვენება გამოცხადდა, რის შემდეგაც სამი მოქალაქე დარბაზში შეუშვეს. მათ ბულვარის ტერიტორიის გადაცემასთან დაკავშირებით თავიანთი უკმაყოფილება გამოთქვეს. ამჟამად კვლავ შესვენებაა გამოცხადებული.