ბათუმის საკრებულოს შენობის შესასავლელში დაპირისპირება და ხმაური იყო

609

შემდეგი სტატია

ბათუმის საკრებულოს სხდომაზე, სადაც სასტუმრო „ლემერიდიანისთვის“ სანაპიროს გარკვეული ტერიტორიის იჯარით გადაცემის საკითხი უნდა განიხილონ, ხმაური იყო.

ერთმანეთს მოქალაქეები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მათ ბათუმის საკრებულოსთან შეკითხვევები აქვთ, კერძოდ, ბულვარის ტერიტორიაზე ერთ-ერთი სატუმროსთვის 15 წლის იჯარით ოთხი ჰექტარი პლაჟის გადაცემასთან დაკავშირებით და ასევე კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობის საკითხზე.

საკითხის განხილვის წინააღმდეგ ბულვარის მოქმედი დირექტორი ირაკლი ჯინჭარაძე გამოვიდა.

„ეს არის დანაშაული ჩვენი შვილების წინაშე. მე წინააღმდეგი ვარ, მე ვარ თქვენი გუნდის წევრი, მაგრამ ამას არ დავუშვებ, პატივს ვცემ ყველა ინვესტორს, გადასცენ ტერიტორია, მაგრამ არა ბათუმის ბულვარში, ეს დანაშაულია“, – განაცხადა ირაკლი ჯინჭარაძემ.

მოქალაქეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილებთან ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები მივიდნენ.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები აცხადებენ, რომ სხდომა საჯაროა და მოქალაქეები აუცილებლად უნდა დაესწრონ. მათი თქმით, სხდომაზე მოქალაქეების არდასწრების გამო, მათი უფლებები ირღვევა. ხმაურის გამო, ერთ-ერთი მოქალაქე, სამართალდამცავე შენობიდან გაიყავნეს.

ბათუმის საკრებულოს სხდომა ხმაურის გამო შეწყდა. შენობაში აქციის მონაწილეები და სამართალდამცავები რჩებიან.