ქარსელაძე: 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სულ დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი

256

ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სულ დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი, – ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომიაზე განაცხადა.

“ინფრასტრუქტურის სამინისტროს კოორდინაციით, 2022 წლის იანვრიდან სექტემბრის ჩათვლით, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში სულ დასრულდა და მიმდინარეობს 168 პროექტი. რომელთა საერთო ღირებულება, დაახლოებით, 76,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორისაა, როგორც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე წყალმომარაგების სისტემების მოწყობის, საბავშვო ბაღებისა და სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროექტები”, – აღნიშნა მინისტრმა.