პროექტის “ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთან ერთად” ფარგლებში დაფინანსებული ახალგაზრული პროექტი “ადიგენის კულტურის ფესტივალი” ჩატარდება, რომლის მიზანსაც ადიგენის კულტურის ღირშესანიშნაობის წარმოჩენა და შენარჩუნება წარმოადგენს.
ფესტივალში მონაწილეობის მიღებისთვის რეგისტრაცია 10 აპრილამდე იქნება შესაძლებელი.
“მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ნებისმიერ დაინტრესებულ პირს, ვისაც აქვს შესაძლებლობა ფესტივალზე წარადგინოს ნომერი, შეიძლება ეს იყოს ცეკვა, სიმღერა, საკუთარი ნამუშევრების წარდგენა, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა/გაყიდვა, ლექსის მხატვრულად კითხვა
“პრექტს ,,ახალგაზრდებისთვის ახალგაზრდებთანე ერთად” სამცხე-ჯავახეთის განვითრების ცენტრი ახორციელებს, რომელიც დაფინანსებულია სსიპ ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ მილიონიანი ფონდის საგრანტო კონკურსის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონებში ახალგაზრდული ორგანიზაციების გაძლიერებას და არაფორმალური განათლების გზით ახალგაზრდებისთვის ძირითადი საკვანძო კომპეტენციების გადაცემას”, – განმარტავენ ადიგენის ახალგაზრდულ ცენტრში.
ფესტივალის შესახებ დამატებითი ინფორმაცია და სარეგიტსრაციო განაცხადი იხილეთ მითითებულ ბმულზე.