გამგეობა: მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 7 ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა

1220

მიმდინარე წელს ვაკის რაიონში 7 ლიფტის რეაბილიტაცია დაფინანსდა, – აცხადებენ ვაკის რაიონის გამგეობაში.

ასევე, მათივე ინფორმაციით, ამხანაგობის მომართვიანობის საფუძველზე, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N28ა-ს II სადარბაზოში ე.წ. „კარაჩაროვის“ ძველი ლიფტი გამოიცვალა.

სამუშაოების შედეგად, სრულად განახლდა ლიფტის მექანიზმი, დამონტაჟდა ახალი კაბინა, ჩარჩოები და კარები. პროექტის ღირებულება 47 000 ლარს შეადგენს.