აუდიტი: დედოფლისწყაროში პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე 26.4 ტონა საწვავი გაიცა

697

დედოფლისწყაროში პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე 26.4 ტონა საწვავი გაიცა, – ვკითხულობთ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ ანგარიშში, რომელსაც Droa.ge უცვლელად გთავაზობთ.

აუდიტის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის რეკომენდაციის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დადგენილი წესის მიხედვით, 2018-2019 წლებში მუნიციპალიტეტისათვის სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად მიზანშეწონილი იყო 5 ერთეული სამორიგეო ავტომანქანა. მიუხედავად ამისა, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი 2018 წელს სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 2 განპიროვნებული და 8 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით, ხოლო 2019 წელს – 2 განპიროვნებული და 11 სამორიგეო ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

“სამორიგეო და განპიროვნებული ავტომანქანების გარდა, მუნიციპალიტეტი 2018 წელს საწვავს ყოველთვიურად გასცემდა საჯარო მოსამსახურეების მფლობელობაში არსებულ 23 ავტომანქანაზე, ხოლო 2019 წელს − 24 ავტომანქანაზე. ხოლო, პირად საკუთრებაში არსებულ სატრანსპორტო საშუალებებზე სულ გაცემულია 26.4 ტონა საწვავი, ჯამური ღირებულებით − 60.1 ათასი ლარი.

აღსანიშნავია, რომ ავტომანქანების ზღვრული ოდენობის დაუცველობის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დაფიქსირებულია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2015-2016 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში. მიუხედავად აღნიშნულისა, არსებული ხარვეზი კვლავ მოუგვარებელია”, – ვკითხულობთ ანგარიშში.

დასკვნა აუდიტის ობიექტს არ გააჩნია რაციონალური მიდგომა მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამოყენებასა და საწვავის ხარჯვასთან დაკავშირებით. აუდიტის ჯგუფის მოსაზრებით, მუნიციპალიტეტმა ხარჯი გასწია საბიუჯეტო ასიგნებების ეკონომიური და რაციონალური ხარჯვის ვალდებულების დაცვის გარეშე.