ხორნაბუჯი-სამთაწყაროს 28 კმ-იან მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

378

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის, 28 კმ-იანი ხორნაბუჯი-სამთაწყაროს მონაკვეთის რეაბილიტაციას აწარმოებს.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, მონაკვეთის რეაბილიტაცია 2 პროექტად მიმდინარეობს და სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ჯამში, 20 739 345 ლარით ფინანსება.

სარეაბილიტაციო გზის მონაკვეთის, რომელიც კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის, სარეაბილიტაციო სამუშაოები 30 წელია არ ჩატარებულა. არსებული გზა ძირითადად ხრეშოვანი და დაზიანებული იყო, ავტოტრანსპორტი შეფერხებით გადაადგილდებოდა განსაკუთრებით წვიმიან ამინდში, რაც გზით მოსარგებლე მოსახლეობისათვის დიდ პრობლემას ქმნიდა. ასევე, გართულებული იყო საავტომობილო გზის მიმდებარედ არსებულ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებამდე მისვლა.

„პროექტით გათვალისწინებულია გზის სრული რეაბილიტაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის დაგება, ხელოვნური ნაგებობების მოწყობა, რაც გადაადგილებას უსაფრთხოსა და კომფორტულს გახდის, შემცირდება გადაადგილების დროც. სამუშაოების დასრულება 2023 წლის ზაფხულში იგეგმება.

2016-2021 წლებში, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზაზე გუმბათი-ხორნაბუჯის და სამთაწყარო-საბათლოს 39 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია უკვე ჩატარდა, რომლის საერთო ღირებულებამ 17 085 443 ლარი შეადგინა.

აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და არსებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს. აღნიშნული პროექტები, გუმბათი-ხირსა-ენამთა-სამთაწყარო-საბათლოს საავტომობილო გზის 67 კმ-იან მონაკვეთზე საგზაო ინფრასტრუქტურის სრულად მოწესრიგებას და არსებული პრობლემების აღმოფხვრას უზრუნველყოფს,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.