რადიო მოზაიკა: გორის მერის მოადგილის წინააღმდეგ, მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა სამართალწარმოება დაიწყო

271

წინა სტატია

“რადიო მოზაიკას” ინფორმაციით, გორის მერის მოადგილის, ნიკოლოზ ღვინიაშვილის წინააღმდეგ, მერიის ადმინისტრაციულმა სამსახურმა სამართალწარმოება დაიწყო.

საქმე ეხება ნიკოლოზ ღვინიაშვილის მიერ, შვებულების დროს, სამსახურეობრივი ავტომობილის გამოყენებას. ღვინიაშვილი მიმდინარე წლის აგვისტოში შვებულებაში გავიდა და აჭარის რეგიონში მეგობრებთან ერთად, მერიის ბალანსზე არსებული მანქანით იმოგზაურა.

გორის მერის მოადგილე “ფიატის” მარკის მსუბუქი ავტომობილით სარგებლობს, მისი საწვავის ლიმიტი თვეში 500 ლიტრია.

იურისტები ამბობენ, რომ საქმეში სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები იკვეთება, თუმცა ჩინოვნიკი თანამდებობას ამ დრომდე ინარჩუნებს.