აბაშის 35 სოფელში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ 500 000 ლარი დაიხარჯება

591

აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა.

ბოლო შეხვედრა დასახლებების საერთო კრებები გეზათისა და სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.

კრებებზე ადგილობრივებმა პრიორიტეტად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა, მილ-ხიდების მოწყობა და ამბულატორიის ეზოს შემოღობვა დაასახელეს.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები 24 თებერვალს დაიწყო და ჯამში 35 სოფელში გაიმართა.

მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვიტა, რას მოხმარდება თითოეული დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მცირე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად 500 000 ლარი დაიხარჯება.