წინა სტატია რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა. კობახიძის თქმით, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა. „რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა?...
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი2" წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის 8 საათიან შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Survation-მა ჩაატარა. 8 საათიან მონაცემებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა, რომლის ცდომილებაც 1.2%-ია. ​Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 51,36 % ; "ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" - 25,38 % ; "ბაქარაძე, უგულავა, ბოკერია - ევროპული საქართველო" - 4, 20 % ; "გირჩი" - 3,65 % ; "ლელო - მამუკა ხაზარაძე" -...
ხულოში, სოფელ უჩხოში მეხუთე უბანზე ელექტროენერგია ორჯერ გაითიშა. უბნის თავმჯდომარის ინფორმაციით, ამ დროს სანთლის შუქზე გაგრძელდა მუშაობა და ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთში ისევ აღდგა. უბანზე სულ 555 ამომრჩეველია რეგისტრირებული და ბიულეტენების დათვლის პროცედურა ამ დროისთვის მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. შუქი რამდენიმე წუთით გაითიშა სოფელ დიაკონიძეებსა და ოქრუაშვილებში. "ენერგო- პრო-ჯორჯიაში" აცხადებენ, რომ ძლიერი ქარის გამო ელექტროენერგია გაითიშა, თუმცა მობილურმა ჯგუფებმა დაზიანება...
ცესკოს სპიკერის, ანა მიქელაძის ინფორმაციით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, წინასწარი მონაცემებით, საოლქო საარჩევნო კომისიებში 289 საჩივარი შევიდა. მათი უმეტესობა, მიქელაძის ცნობით, პროცედურულ დარღვევებს შეეხებოდა. „საჩივრების უმეტესობა შეეხება ისეთ ხარვეზებს, როგორიცაა საკონტროლო ფურცლის არასწორად შევსება, მარკირებასთან დაკავშირებულიწესების დარღვევა და სხვა“, - განაცხადა მიქელაძემ. რაც შეეხება პირველად მონაცემებს, როგორც ცესკოს სპიკერმა განმარტა, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას წინასწარი მონაცემების გამოსაქვეყნებლად დაახლოებით 5-7 საათი სჭირდება. „ყველამ უნდა გავითვალისწინოთ...
მარნეულის მე-3 საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატის განცხადებით, ისინი დიდი უპირატესობით იგებდნენ, რის შემდეგაც, "ქართული ოცნების" წარმომადგენლები საარჩევნო უბანზე შევიდნენ, შუქი ჩააქრეს და ბიულეტინები ჩაყარეს. ამ დრომდე ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი. აქ იმყოფება უშუალოდ პოლიციის სამმართველოს უფროსი რუსლან იოსელიანი. მისი განმარტებით, კონკრეტულ კითხვებზე პასუხს საზოგადოება პრესსამსახურისგან გაიგებს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, ამომრჩევლის აქტივობამ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წინასწარი მონაცემებით, 56.11% შეადგინა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ხმა 1 მილიონ 970 540-მა ამომრჩეველმა მისცა. „ყველაზე მაღალი აქტივობა რაჭა-ლეჩხუმსა და სვანეთშია 63,8%, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ქვემო ქართლში - 51%" , - განაცხადა მიქელაძემ. ცესკო-ს სპიკერის ინფორმაციით, საღამოს 20:00 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები, ხოლო იმ უბნებზე, სადაც...
"ევროპულმა საქართველომ" საარჩევნო ეგზიტპოლი წარადგინა, რომელიც მათი დაკვეთით ჩატარდა. შედეგები შემდეგია: ქართული ოცნება - 37,41%; ენმ - 28,96%; ევროპული საქართველო - 10,05%; სტრატეგია აღმაშენებელი - 5,57%; ლელო - 4,58%; ლეიბოსრისტული პარტია - 3,88%; გირჩი - 3,18%; ნინო ბუჯანაძე - ერთიანი საქართველო - 2,59%; პატრიოტთა ალიანსი - 1,29%; ირაკლი ოქრუაშვილი - გამარჯვებული საქართველო - 1,00%; მოქალაქეები - 1,00%; სხვა - 0,50%. "როგორც ეგზიტპოლებში ჩანს, თითოეული ხმა არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამრიგად საჭიროა დავიცვათ...
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა "ქართული ოცნების" წაგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ "ქართული ოცნება" ჯამურად უმცირესობაშია: "41 იქნება თუ 46, ფაქტი არის ერთი - "ქართული ოცნება" არის ჯამურად უმცირესობაში. "ქართულმა ოცნებამ" წააგო და მე დარწმუნებული ვარ, ხვალ გაფორმდება ეს წაგება. მინდა მოვუწოდო ოპოზიციის კომისიის ყველა წევრს - მეგობრებო გამხნევდით, ახლა მთავარია დაიცვათ თითოეული ხმა" - ამბობს გიგი უგულავა. უგულავას თქმით, სამთავრობო...
21.30 საათისთვის დახურულია საარჩევნო უბნების და მიმდინარეობს ხმების დათვლა. „მრავალეროვანი საქართველოს“ მოკლევადიანი დამკვირვებლების მიერ ამ დროისათვის დაწერილი სულ 15 საჩივარი: ხმის დათვლისას გამოვლენილი ხარვეზები: ნინოწმინდის #18.41.13 საარჩევნო უბანზე ხმების დათვლის პროცესში დამკვირვებლის ინფორმაციით, რამდენჯერმე მოხდა საარჩევნო უბანზე დამკვირვებლის მოწმობის გარეშე უცხო პირების შესვლა, რის გამოც ხმის დათვლის პროცესს ხელი ეშლება. ასევე საარჩევნო უბანზე აღმოჩნდა ალკოჰოლი, სავარაუდოდ ამ უცხო პირების მიერ უბანზე...
შემდეგი სტატია ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს დანაპირებს ახსენებს პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე და "მთავარი არხის" პირდაპირი ეთერიდან მიმართავს: "მე მოვიპოვე ირაკლი კობახიძის ტელეფონის ნომერი და პირადად ვაპირებ დაკავშირებას 10-ის 5 წუთზე და იმედია ბატონო ირაკლი მიპასუხებთ," - მიმართავს მელია ირაკლი კობახიძეს. შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტიის სამი კანდიდატი, გლდანის, სამგორისა და თელავის ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებს, იგი პოლიტიკიდან...
"ქართული ოცნების" გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, კრიტიკული მედიის არხებზე გასულ ეგზიტპოლებშიც, "ფეიკ მონაცემებშიც" მათი პარტია ლიდერობს. "არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მატება იყოს, 1-2% აქვს ცდომილება ეგზიტპოლს, მეორე ტურებს რაც შეეხება, დაველოდოთ, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ყველა ოლქში იმარჯვებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გლდანშიც", - თქვა კახი კალაძემ.
დღის 21:00 საათისთვის სადამკვირვებლო მისიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ორგანიზაციას შეუძლია განაცხადოს, რომ კენჭისყრის პროცედურები მთელ რიგ უბნებზე მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა. დღის განმავლობაში დაძაბული ატმოსფერო იყო, რაც გავლენას ახდენდა როგორც ამომრჩევლის ქცევაზე, ისე პროცესის მონიტორინგის შესაძლებლობებზე. ძალადობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინების მიმართულებით არსებული პრობლემები 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი წამყვანი მახასიათებელია. ამას ემატება საუბნო საარჩევნო კომისიების არაორგანიზებულობა, რომელიც...
19:30 საათისთვის არსებული ინფორმაციის საფუძველზე, შეიძლება დავასკვნათ, რომ კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ გარემოში, თუმცა გარკვეული ხარვეზებით. 1 შემთხვევაში საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი, 7 შემთხვაში ადგილი ჰქონდა ხმის მიცემის წესების დარღვევას, 1 შემთხვევაში აგიტაციას საარჩევნო უბანზე. ამ დროისათვის „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლების მიერ დაიწერა 10 საჩივარი: დამკვირვებლის საარჩევნო უბნიდან გამოძევება (1 შემთხვევა) მარნეულის #13.22.73 საარჩევნო უბნიდან გამოაძევეს მრავალეროვანი საქართველოს დამკვირვებელი. დამკვირვებლის...
20:00 საათისთვის ადამიანის უფლებათა ცენტრის დამკვირვებლებმა საარჩევნო უბნებზე დაარეგისტრირეს 18 საჩივარი და 45-მდე შენიშვნა შეიტანეს ჩანაწერთა წიგნში. საჩივრების ნაწილის შინაარსი: ბოლნისი. #14.23.47 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთ ამომრჩეველს არ გაუკეთეს მარკირება, რამაც გამოიწვია უბანზე არეულობა და დაპირისპირება. ადგილზე მყოფმა „ძალა ერთობაშიას“ დამკვირვებელმა აღნიშნა, რომ რამდენიმე ამომრჩეველს ამავე რეგისტრატორმა იქამდეც არ გაუკეთდა მარკირება. აღნიშნულთა დაკავშირებით  დაიწერა საჩივარი. წყალტუბო. #22.58.02 საარჩევნო უბანზე ყუთის ზედამხედველმა...
გონიოს 91-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, დაპირისპირება ლევან ვარშალომიძისა და მურმან დუმბაძის გამოჩენას მოჰყვა. ამის შესახებ ინტერპრესნიუსი წერს. „ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერების განცხადებით, საარჩევნო უბანზე მთელი დღის განმავლობაში იმყოფებიან ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები, რომლებიც კრიმინალურ წარსულთან არიან კავშირში. თავის მხრივ, ეს მოქალაქეები აცხადებენ, რომ საარჩევნო უბანთან ლევან ვარშალომიძესა და მურმან დუმბაძეს არ აქვთ მისვლის უფლება, რადგან მათ მმართველობის სისხლიანი წარსული...

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ