კობახიძე მელიაზე: რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა

408

წინა სტატია

რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ნიკა მელიას, რომელმაც განაცხადა, რომ ირაკლი კობახიძეს პირადად დაურეკავდა.

კობახიძის თქმით, მელიამ მასთან დარეკვა ვერ გაბედა.

„რომ გაემარჯვა, დარეკავდა, ერთი საათი გავიდა და ვერ გაბედა დარეკვა. ის რომ ყოფილიყო კაცი, თავიდანვე იტყოდა, რომ წაგების შემთხვევაში, მაგალითად, დატოვებდა მანდატს, მაგრამ ვერ გაბედა. რატომ ვერ გაბედა? იმიტომ, რომ იცოდა წააგებდა. მეორე ტური შეიძლება იყოს ბევრგან, მათ შორის გლდანშიც, მაგრამ მოგება-წაგებას რაც შეეხება, მკაფიოდ ითქვა ის, რაც ითქვა ჩვენგან“, – განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თუ მმართველი პარტიის სამი კანდიდატი, გლდანის, სამგორისა და თელავის ოლქებში არჩევნებს ვერ მოიგებს, იგი პოლიტიკიდან წავა, ნიკა მელიამ კი დღეს კობახიძეს დანაპირები შეახსენა.