სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2” წარმოგიდგენთ ეგზიტპოლის 8 საათიან შედეგებს, რომელიც ბრიტანულმა ავტორიტეტულმა ორგანიზაცია Survation-მა ჩაატარა. 8 საათიან მონაცემებში მხოლოდ უმნიშვნელო ცვლილებები შევიდა, რომლის ცდომილებაც 1.2%-ია.
Survation-ის ეგზიტპოლის შედეგად შედეგები ასე გადანაწილდა:
“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” – 51,36 % ;
“ბლოკი: ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია “ძალა ერთობაშია” – 25,38 % ;
“ბაქარაძე, უგულავა, ბოკერია – ევროპული საქართველო” – 4, 20 % ;
“გირჩი” – 3,65 % ;
“ლელო – მამუკა ხაზარაძე” – 2, 94 % ;
“ბლოკი გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი” – 2,47 % ;
“დავით თარხან მოურავი, ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსი” – 2,36 % ;
“შალვა ნათელაშვილი – ლეიბორისტული პარტია” – 1, 23 % ;
“ალეკო ელისაშვილი მოქალაქეები” – 1, 11 %.
შეგახსენებთ, რომ “რუსთავი 2-ის” დაკვეთით ეს იყო ბრიტანული კომპანიის Survation-ის ეგზიტპოლი საღამოს 8 საათის მონაცემით.