“ქართული ოცნების” გენერალური მდივნის, კახი კალაძის განცხადებით, კრიტიკული მედიის არხებზე გასულ ეგზიტპოლებშიც, “ფეიკ მონაცემებშიც” მათი პარტია ლიდერობს.
“არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება მატება იყოს, 1-2% აქვს ცდომილება ეგზიტპოლს, მეორე ტურებს რაც შეეხება, დაველოდოთ, წინასწარ არ მინდა ამაზე საუბარი, ყველა ოლქში იმარჯვებს ქართული ოცნების მაჟორიტარობის კანდიდატი, გლდანშიც”, – თქვა კახი კალაძემ.