“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი და ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გიგი უგულავა “ქართული ოცნების” წაგებაზე საუბრობს და ამბობს, რომ “ქართული ოცნება” ჯამურად უმცირესობაშია:
“41 იქნება თუ 46, ფაქტი არის ერთი – “ქართული ოცნება” არის ჯამურად უმცირესობაში. “ქართულმა ოცნებამ” წააგო და მე დარწმუნებული ვარ, ხვალ გაფორმდება ეს წაგება. მინდა მოვუწოდო ოპოზიციის კომისიის ყველა წევრს – მეგობრებო გამხნევდით, ახლა მთავარია დაიცვათ თითოეული ხმა” – ამბობს გიგი უგულავა.
უგულავას თქმით, სამთავრობო მედიის მიერ ჩატარებულ ეგზიტპოლებში “ოცნების” მიერ 50%-იანი ბარიერის გადალახვა იმას მიუთითებს, რომ “დღეს ღამე ჯვაროსნულ ომს გამოაცხადებენ, რომ დილას ივანიშვილს უპატაკონ ეს ციფრი”.