მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს - 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს. ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში. უფრო კონკრეტულად, თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია: #1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული...
ახლა ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას, - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს, თუმცა, მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია. „ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას. ჩვენ პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში გვექნება მეორე ტური და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ არჩევნების მოგებაში. მეორე ტურის ალბათობაზე მოგახსენებთ, ჩვენ ანალოგიური...
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველ პარტიას პარლამენტში 76 მანდატი უკვე გარანტირებული აქვს. მან შედეგებთან დაკავშირებით პარტიის ოფისში სპეციალური ბრიფინგი გამართა. როგორც იგი ამბობს, 76 მანდატის ქონა უკვე ნიშნავს იმას, რომ ქართული ოცნება ერთპარტიულად ჩამოაყალიბებს მთავრობას. "ჩვენი დასაბუთებული მოლოდინი არის ის, რომ საბოლოო ჯამში "ქართული ოცნების" მანდატების რაოდენობა პარლამენტში გაიზრდება 92 მანდატამდე", — განაცხადა კობახიძემ. წინასწარი მონაცემებით, დათვლილია უკვე ხმების 80,22%. ამ...
„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ პარლამენტის 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებს 600-მდე ადგილობრივი დამკვირვებლით გაუწია მონიტორინგი. ჩვენ მიერ დაფიქსირებული 170 დარღვევისა და 46 საჩივრის ანალიზის საფუძველზე ცალსახაა, რომ 31 ოქტომბრის არჩევნები, წინა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებთან შედარებით, უკან გადადგმული ნაბიჯი იყო. საპარლამენტო არჩევნების დღე საარჩევნო უბნების გარეთ ფიზიკური დაპირისპირებების, დამკვირვებლებისთვის და ჟურნალისტებისთვის ხელის შეშლის, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე ფიზიკური თავდასხმისა და...
მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგისა და თიანეთის საარჩევნო ოლქში პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტობის კანდიდატი, შალვა კერესელიძე ლიდერობს. მას 52.33%-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ცეზარ ჩოჩელი 30.12%-ით, მესამე ადგილზე კი, არის „თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის", რომელსაც მხარი ამომრჩეველთა 5.85 %-მა დაუჭირა. საარჩევნო ოლქში, 132 უბნიდან, ამ დროისთვის 51 უბნის მონაცემებია დათვლილი.
მეორე ტურისთვის მზადებას ჩვენ დღეიდან ვიწყებთ, - ამის შესახებ ზუგდიდში „ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ზუგდიდში, ირაკლი ჩიქოვანი მეორე ტურში ღირსეულ გამარჯვებას მოიპოვებს. „ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა და ჩვენმა მაჟორიტარობის კანდიდატმა პირველ ტურში დამაჯერებელი სხვაობით გაიმარჯვა, თუმცა ეს მხარდაჭერა საკმარისი არ აღმოჩნდა იმისთვის, რომ გამარჯვება პირველივე ტურში გაგვეფორმებინა, მაგრამ მე შემიძლია...
დილის 10:10 საათის მონაცემებით, ცესკოს დათვლილი აქვს საარჩევნო უბნების 72,45% ანუ 3 847 უბნიდან 2 787. ამ მონაცემების მიხედვით, ვაკის ოლქში ქართული ოცნების კანდიდატი ლიდერობს, თუმცა, შესაძლოა, მეორე ტური გაიმართოს. ნოდარ ტურძელაძე — 41,46%; ელენე ხოშტარია — 36,37%. ცესკოს პირველადმა შედეგებმა ოპოზიციის კრიტიკა და გაღიზიანება გამოიწვია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ არჩევნების შედეგები რეალობას არ ასახავს. გვიან ღამით ისინი ცესკოს ოფისთან შეიკრიბნენ და გააპროტესტეს. ადგილზე...
ბათუმში 53-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც უბანზე განაცხადეს, 28 ბიულეტენი ამომრჩევლის რაოდენობასთან შედარებით ზედმეტი აღმოჩნდა. თავის მხრივ, ამავე უბნის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სამაგიდო წიგნში შეცდომა დაფიქსირდა, რამაც ეს ფაქტი გამოიწვია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში 30-მდე უბანში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, აღნიშნულ უბნებზე კომისიის წევრებს ბიულეტენების გადათვლა რამდენჯერმე მოუწიათ. ცნობისთვის, აჭარაში 9 საათის მონაცემებით 200-ზე მეტი საარჩევნო უბანია დათვლილი.
არჩევნები თავზე დაგვახიეს ჰქვია ამას! თუ გაუვათ, მეტის ღირსები ვიქნებით, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, ნანა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ პირად გვერდზე წერს. როგორც ის აღნიშნავს, არჩევნები მნიშვნელოვანი დარღვევებით ჩატარდა. „მკვდარი სულები, კარუსელები, სახლში აღმოჩენილი უცხო ადამიანები გავიგე, მაგრამ გადაკეთებული ოქმები გაგიგიათ? 18 ხმა ეწერა „ოცნებას“ ოქმზე, როცა ხელი მოაწერა კომისიის ყველა წევრმა და დილით აწერია 48. (ასლი ინახება, სადაც 18...
ცესკოს მიერ დათვლილი 23 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს, თუმცა, მოსალოდნელია მეორე ტური. ამ დროის მონაცემებით, ჩიქოვანს 46,14 %-იანი მხარდაჭერა აქვს. მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, რომელმაც ხმების 37,97 % მიიღო. რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ გიგი უგულავას, მას ხმა ამომრჩეველთა 7,81 %-მა მისცა. ზუგდიდში სულ 109 უბანი იყო შექმნილი.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ ხმების 48.8 %, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშიას” 26.07 % აქვს. სულ 3847 უბნიდან მონაცემები დათვლილია 2556 უბანზე და შედეგები პარტიებზე ასე ნაწილდება: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 48.8 % "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია" - 26.07 % "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის" -3.79 % "საქართველოს პატრიოტთა ალიანსი" - 3.23% "სტრატეგია აღმაშენებელი” - 3.14 % „ლელო...
ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მე-10 მოწვევის პარლამენტში 9 პოლიტიკური გაერთიანება იქნება წარმოდგენილი. 3 847 უბნიდან დათვლილია 2 252 უბანი. 1%-იანი საარჩევნო ბარიერი გადალახა და პროპორციული სისტემით ჩატარებული არჩევნების წინასწარი შედეგი ასეთია: „ქართული ოცნება“ 49.32% „ნაციონალური მოძრაობა - გაერთანებული ოპოზიცია“ - 25.94% „ევროპული საქართველო“ - 3.77% „პატრიოტთა ალიანსი“ - 3.26% „ლელო“ - 3.16% „სტრატეგია აღმაშენებელი“ - 3.1% „გირჩი“ - 2. 87% „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები“ 1. 34% „ლეიბორისტული...
31 ოქტომბრის აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების პირველადი შედეგები ცნობილია. უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ დროის მონაცემებით, 5% ბარიერი გადალახა მხოლოდ ორმა პარტიამ: „ქართულმა ოცნებამ“ და საარჩევნო ბლოკმა: „ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშიამ“. „დათვლილია 106 პროპორციული და 118 მაჟორიტარული უბანი. ყველაზე მეტი უბანი დათვლილია ქობულეთის 29 ოლქში. ამ მონაცემებით მიღებული ხმებით, პირველ ადგილზე პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარები არიან", - აცხადებენ...
საია ცესკოს მიერ არჩევნების შემაჯამებელი ოქმების გამოქვეყნების გაჭიანურებას უარყოფითად აფასებს. როგორც მათ განცხადებაშია აღნიშნული, საარჩევნო ადმინისტრაციამ ვერ შეძლო ოპერატიულობისა და ღიაობის მაღალი სტანდარტის ჩვენება, რის გამოც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნების პროცესმა მოქალაქეებში კითხვის ნიშნები და მანიპულაციის განცდა გააჩინა. მათი განმარტებით, ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა საარჩევნო ადმინისტრაცია შემაჯამებელი ოქმების საკუთარ ვებგვერდზე ოპერატიულ განთავსებას უზრუნველყოფდეს. „საარჩევნო პროცესების სანდოობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კენჭისყრის...
ცენტრალური საარჩევნო კომისია რეგიონებში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების წინასწარ მონაცემებს აქვეყნებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ 3847 უბნიდან დათვლილი 1538 უბნის მონაცემების მიხედვით რეგიონების მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლიდერობს. რაც შეეხება თითოეულ ოლქს, კანდიდატების შედეგები ასეთია: ამბროლაური, ონი, ცაგერი, მესტია, ლენტეხის საარჩევნო ოლქი: „ქართული ოცნება“, გოჩა ენუქიძე 58.06%; „ნაციონალური მოძრაობა“, დილარ ხაბულიანი 15.27% აბაშა, მარტვილი, წალენჯიხა, ჩხოროწყუს საარჩევნო ოლქი: „ქართული...
ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ავღანეთის ორივე უბანზე არჩევნები "ქართულმა ოცნებამ" მოიგო. ღარიბაშვილი მონაცემებს Facebook-ზე ავრცელებს: მაზარი შარიფი - 84,7% ბაგრამი-ქაბული - 93,3% ეს ნდობა 10-ჯერ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მაკისრებს ჩვენი საამაყო ჯარის მიმართ, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე. კიდევ უფრო დიდი მოტივაციით გავაგრძელებ ჯარის გაძლიერებას - მადლობა! - წერს ღარიბაშვილი.

ბლოგი

ტესტი

ვინ რას წყვეტს? – გაარჩიე უფლებამოსილებები

შეგიძლია, გაარჩიო, რომელ საკითხს წყვეტს ადგილობრივი ხელისუფლება და რომელს - ცენტრალური? - შეავსე ქვიზი და გაიგე, რამდენად კარგად ერკვევი მმართველობით სისტემებში. დავიწყოთ!

თვითმმართველობის ისტორია

სოფელ-სოფელ