ამ დროის მონაცემებით, ზუგდიდში ირაკლი ჩიქოვანმა ხმების 46,14%, მალხაზ ჯალაღონიამ 37,97%, გიგი უგულავამ კი 7,81% მიიღო

542

ცესკოს მიერ დათვლილი 23 უბნის მონაცემებით, ზუგდიდში „ქართული ოცნების“ კანდიდატი ირაკლი ჩიქოვანი ლიდერობს, თუმცა, მოსალოდნელია მეორე ტური.

ამ დროის მონაცემებით, ჩიქოვანს 46,14 %-იანი მხარდაჭერა აქვს.

მეორე ადგილზეა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი მალხაზ ჯალაღონია, რომელმაც ხმების 37,97 % მიიღო.

რაც შეეხება „ევროპული საქართველოს“ კანდიდატ გიგი უგულავას, მას ხმა ამომრჩეველთა 7,81 %-მა მისცა.

ზუგდიდში სულ 109 უბანი იყო შექმნილი.