კობახიძე: ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას

353

ახლა ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს, თუმცა, მმართველი გუნდი საკუთარ გამარჯვებაში დარწმუნებულია.

„ველით 30-ვე მაჟორიტარულ ოლქში უპირობო გამარჯვებას. ჩვენ პირველივე ტურში ვიგებთ არჩევნებს. თუმცა, დანარჩენ შემთხვევებში გვექნება მეორე ტური და რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვართ არჩევნების მოგებაში.

მეორე ტურის ალბათობაზე მოგახსენებთ, ჩვენ ანალოგიური შედეგი ვაჩვენეთ ზუსტად 2016 წელს. მაშინ 2/3-ში დაგვჭირდა მეორე ტური. ამ შემთხვევაში, ვხედავთ, რომ დაახლოებით ნახევარში გვჭირდება მეორე ტური ან უფრო ნაკლებია შემთხვევები, მიუხედავად იმისა, რომ შედეგი ანალოგიურია. ამ, შემთხვევაში ალბათობა მაღალია, რომ ნახევარში ან თუნდაც 2/3-ში მეორე ტურები დაგჭირდეს. ამ შემთხვევაში, ჩვენ ოლქების დაახლოებით ნახევარში გვჭირდება მეორე ტური“,- განაცხადა კობახიძემ.