ბათუმში 53-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო

901

ბათუმში 53-ე საარჩევნო უბანზე ხმაური იყო. როგორც უბანზე განაცხადეს, 28 ბიულეტენი ამომრჩევლის რაოდენობასთან შედარებით ზედმეტი აღმოჩნდა. თავის მხრივ, ამავე უბნის თავმჯდომარე განმარტავს, რომ სამაგიდო წიგნში შეცდომა დაფიქსირდა, რამაც ეს ფაქტი გამოიწვია.

უმაღლესი საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ბათუმში 30-მდე უბანში ხმის დათვლის პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს, აღნიშნულ უბნებზე კომისიის წევრებს ბიულეტენების გადათვლა რამდენჯერმე მოუწიათ.

ცნობისთვის, აჭარაში 9 საათის მონაცემებით 200-ზე მეტი საარჩევნო უბანია დათვლილი.