მაჟორიტარულ ოლქებში არჩევნების მეორე ტური არჩევნებიდან მესამე შაბათს – 21 ნოემბერს ჩატარდება და მასში მაჟორიტარობის ის ორი კანდიდატი მიიღებს მონაწილეობას, ვინც პირველ ტურში სხვებზე მეტ ხმას მოიპოვებს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს მასშტაბით არსებული 30 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური გაიმართება თბილისის 8-ვე ოლქში, ასევე რეგიონების 6 ოლქში.
უფრო კონკრეტულად, თბილისში პირველ და მეორე ადგილას გასული კანდიდატების წინასწარი შედეგი ასეთია:
#1 მთაწმინდისა და კრწანისის მაჟორიტარული ოლქი:
ბექა ოდიშარია – 47.72%
შალვა შავგულიძე – 28.84%
#2 ვაკის მაჟორიტარული ოლქი
ნოდარ ტურძელაძე – 42.18%
ელენე ხოშტარია – 35.89%
#3 საბურთალოს რაიონი
დავით სერგეენკო – 44.99%
ალექსანდრე ელისაშვილი – 18.63%
#4 ისნის რაიონი
კახა კახიშვილი – 47%
ხატია დეკანოიძე – 25.45%
#5 სამგორის რაიონი
სოზარ სუბარი – 46.61%
ლევან ხაბეიშვილი – 38.23%
#6 დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარული ოლქი
გია ვოლსკი – 44.31%
ანა დოლიძე – 20.04%
(დოლიძეს მცირედით ჩამორჩება ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელსაც მიღებული აქვს ხმების 19.74%)
#7 ნაძალადევის რაიონი
მიხეილ ყაველაშვილი – 45.67%
შალვა ნათელაშვილი – 25.23%
#8 გლდანის რაიონი
ნიკა მელია – 43.94%
ლევან კობიაშვილი – 42.68%
რაც შეეხება რეგიონებს, წინასწარი შედეგების მიხედვით, რეგიონებში მეორე ტურში “ქართული ოცნებისა“ და “ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილი კანდიდატები მიიღებენ მონაწილეობას.
ამ დროისთვის არსებული მონაცემები ასეთია:
#10 თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ქადაგიშვილი – 46.44%
გიორგი ბოტკოველი – 40.69%
#12 რუსთავის მაჟორიტარული ოლქი
ნინო ლაცაბიძე – 49.03%
დავით კირკიტაძე – 30.13%
#16 ხაშურისა და ქარელის მაჟორიტარული ოლქი
ზაალ დუგლაძე – 48.32%
ნატო ჩხეიძე – 31.05%
#23 ქუთაისის მაჟორიტარული ოლქი
ზაზა ლომინაძე – 39.93%
გრიგოლ ვაშაძე – 36.5%
#28 ბათუმის მაჟორიტარული ოლქი
რესან კონცელიძე – 41.01%
ლევან ვარშალომიძე – 35.94%
#27 ზუგდიდის მაჟორიტარული ოლქი
ირაკლი ჩიქოვანი – 46,14 %
მალხაზ ჯალაღონია – 37,97 %
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში 150 დეპუტატს შორის 120 პროპორციული, 30 კი მაჟორიტარული წესით არჩეული იქნება.